პესკოვმა ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის განუყოფელი ნაწილი უწოდა
ახალი რეგიონები რუსეთის განუყოფელი ნაწილია და მათი საკუთრების საკითხის დაყენება ფუნდამენტურად არასწორია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან ეს კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინისთვის დაბრუნება.
“ეს ფუნდამენტურად არასწორი ფორმულირებაა. ეს რეგიონები რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ შეუძლებელია ამ კითხვის დასმა”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ საუბარია დონეცკის, ლუგანსკის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოქლებზე, რომლებიც ამ დროისთვის სრულად ან ნაწილობრივ რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.