ლევან მახაშვილი: დღევანდელი კვლევებით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სივრცეში არ ჰყავს ისეთი ოპონენტი, რომელსაც შეუძლია, სერიოზული ან რაიმე ტიპის არსებითი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

,,ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებას” ძლიერი კონკურენტი არ ჰყავს.

„დღევანდელი კვლევებით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სივრცეში არ ჰყავს ისეთი ძალა, ოპონენტი, რომელსაც შეუძლია, სერიოზული ან რაიმე ტიპის არსებითი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის დაქსაქსული ოპოზიციის მცდელობები, რაღაცნაირად მოახერხონ და ისე შევიდნენ არჩევნებზე, რომ თავი არ შეირცხვინონ, აქ აღარ არის რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ სადმე რამე გამარჯვებას მოიპოვებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები