კანადის პრემიერი: არჩევნებისთვის მთავარი კითხვა არის, თუ ვინ დაუპირისპირდება ტრამპს
კანადის არჩევნებში მთავარი კითხვა არის ის, თუ ვინ არის საუკეთესო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დასაპირისპირებლად,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
მისი კონკურენტი პიერ პოლიევრი ამტკიცებდა, რომ კარნი არ წარმოადგენს ცვლილებებს კანადის ლიბერალური პარტიის ათწლეულის მმართველობის შემდეგ და ისეთივეა, როგორიც მისი წინამორბედი ჯასტინ ტრუდო.
„ბატონი პუალიევრი არ არის ჯასტინ ტრუდო. მეც არ ვარ ჯასტინ ტრუდო. კითხვა, რომელიც ამ არჩევნებში ისმის, არის ის, თუ ვინ დაუპირისპირდება ბატონ ტრამპს“, – აღნიშნა კარნიმ.
როგორც მედია წერს, ტრამპის სავაჭრო ომმა და კანადის ამერიკის 51-ე შტატად ქცევის მუქარამ კანადელების აღშფოთება გამოიწვია.
კარნის თქმით, მზად არის, დაიცვას და გააძლიეროს კანადა.
“პრეზიდენტ ტრამპის მუქარის ფონზე, მზად ვარ ვიბრძოლო, დავიცვა და ავაშენო ძლიერი კანადა”, – დასძინა კანადის პრემიერმა.