აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი დახურა

WASHINGTON, DC - JUNE 09: A view of the State Department seal on the podium before Romanian President Klaus Iohannis and U.S. Secretary of State Rex Tillerson appear for a photo opportunity at the State Department, June 9, 2017 in Washington, DC. Iohannis is also scheduled to meet with President Donald Trump on Friday afternoon. (Photo by Drew Angerer/Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი დახურა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ამერიკაში ადამიანები ცილისწამების მსხვერპლი ხდებოდნენ, კარგავდნენ სამსახურს, ბრალდებებს უყენებდნენ მათ და ზოგჯერ აპატიმრებდნენ კიდეც საკუთარი აზრის გამოთქმისთვის. წინა ადმინისტრაციის დროს ეს სამსახური მილიონობით დოლარს ხარჯავდა იმ ამერიკელების ხმის აქტიურად ჩასახშობად და ცენზურისთვის, რომელთათვისაც მას უნდა ემსახურა. ეს ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ უნდა ვიცავდეთ და წარმოუდგენელია, რომ ეს ამერიკაში ხდებოდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ ამერიკელი ხალხის უფლებების დასაცავად და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ვალდებულების შესრულების გაგრძელებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები