შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით განაახლოს და მაღაროელებისთვის ერთი თვის ანაზღაურება გასცეს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადყოფნას გამოთქვამს, მაღაროელებისთვის ერთი თვის ანაზღაურება გასცეს და გარკვეული დათქმებით განაახლოს სამუშაო პროცესი.

მისი თქმით, ყველა დანარჩენი დეტალი, რომელიც კომპლექსურია, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება გაანალიზებული.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს უშუალოდ ჭიათურაში გაიმართა შეხვედრა. კომპანიამ წარმოადგინა ამ შეხვედრაზე პოზიცია მიწისქვეშა სამუშაოების განახლების გეგმაზე. მოხდება ამ გეგმის დეტალური განხილვა იმ პერსპექტივებზე, რომელიც განახლებას ეხება. არის კომპანიის მზაობა, განაახლოს სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით, ასევე მზად არის, გასცეს ერთი თვის ანაზღაურება. ყველა დანარჩენი დეტალი, რომელიც კომპლექსურია, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება გაანალიზებული და ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები