ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო

კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

„პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ, მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები