2025 წლის 16 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 159 000 სამხედრო დანაშაული დაფიქსირდა.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, იური ბელუსოვმა „უკრინფორმთან“ განაცხადა.
„დღეს დილის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 159,000 სამხედრო დანაშაული რეგისტრირებული ბოლო სამი წლის განმავლობაში… ჩვენ გვყავს დაახლოებით 850 ეჭვმიტანილი – ესენი არიან რუსი სამხედროები, რომლებმაც ოფიციალურად მიიღეს ეჭვმიტანილის სტატუსი. აქედან დაახლოებით 608-დან 610-მდე საქმე ამჟამად განიხილება უკრაინის სასამართლოებში. 158 პირი უკვე ნასამართლევია“, – განაცხადა ბიელუსოვმა.