”ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ ჩვენს შიდა პოლიტიკაში ბინძური ძალების ჩარევის” – კირცხალია
”ყველაფერს გავაკეთებთ, ეს იქნება საკანონმდებლო კუთხით თუ აღმასრულებელი კუთხით, რომ მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ ჩვენს შიდა პოლიტიკაში ბინძური ძალების ჩარევის”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ჩვენ წარმოვადგენთ ღირსეული ქვეყნის და თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ხელისუფლებას და დიახ, ამაყი ვარ, რომ დღეს დამოუკიდებელი და უახლესი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ისე, როგორც არასდროს და ყველაფერს გავაკეთებთ, ეს იქნება საკანონმდებლო კუთხით, თუ აღმასრულებელი კუთხით, რომ მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ ბინძური ძალების ჩარევის ჩვენს შიდა პოლიტიკაში.
რაც შეეხება იმ კანონებს, იმ პაკეტებს, რომელიც მივიღეთ. არაერთხელ ჟურნალისტებთან, ყველგან, სადაც შეგვიძლია გაცხადებული გვაქვს კურსი და ჩვენ ამისთვის დაგვიჭირა მხარე საზოგადოების უმრავლესობამ ჩვენ ქვეყანაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხო ძალების ჩარევისგან და როგორ ძალებზე გვაქვს ხომ საუბარი? ძალებზე, რომლებიც პირდაპირ, განსაკუთრებით 2022 წლიდან ანგრევენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს და ყველაფერს აკეთებენ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ოთხი რევოლუციური სცენარი გვაქვს მოგერიებული 2012 წლის შემდეგ. არ ჩერდება ეს მცდელობა და ასობით მილიონი დოლარის და ევროს შემოდინება ამ უსამშობლოების ე.წ. პოლიტიკოსების, თუ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გავლით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ანგრევენ”, – განაცხადა კირცხალიამ.