უკრაინამ საომარი მდგომარეობა 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია კიდევ სამი თვით, 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა,- ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი 357-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო.

“ამ მოწვევისას პარლამენტმა მე-15-ჯერ დაამტკიცა No13172 საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება 06 აგვისტომდე (90 დღით)”,- წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

დეპუტატებმა ასევე მოიწონეს კანონპროექტი 6 აგვისტომდე მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ.

15 იანვარს, უკრაინის პარლამენტს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გაგრძელება 2025 წლის 9 მაისამდე ჰქონდა დამტკიცებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები