“ჩვენ რასაც ვამბობდით, დაგვიდასტურა ბატონმა უგულავამ, რომ რასაც უცხოეთი გვეტყვის, იმას გავაკეთებთო” – მაჭარაშვილი
“ჩვენ რასაც ვამბობდით, დაგვიდასტურა ბატონმა უგულავამ, რომ რასაც უცხოეთი გვეტყვის, იმას გავაკეთებთო”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას გამოეხმაურა.
„დადგება ეს დრო, რომ უცხოელები გვეტყვიან მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო. არავინ არ ეკითხება ამათ მიიღონ თუ არა მონაწილეობა. ეტყვიან უცხოეთიდან და მიიღებენ. არ არის ბევრი დრო დარჩენილი, მცირე ხნის მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ დედას ვიფიცებოდით, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ნიჩურიტი გვქონდაო და ახლა მოგვიწევს მონაწილეობის მიღებაო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.