არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რეალურად არც არაფრისთვის არ ემზადება
“ან მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ მათ არავინ არ ეკითხებათ, მათზე ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “კოლექტიური ნაცმოძრაობა” არაფრისთვის არ ემზადება.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რეალურად არც არაფრისთვის არ ემზადება. ეს ადამიანები ემზადებიან, რომ დავალება შეასრულონ მაგრამ ვერ ასრულებენ ამ დავალებასაც და მერე ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ უცხოეთში მაგიტომ დადიან, რომ თავიანთ პატრონებს ანგარიში ჩააბარონ და თან დაიჩივლონ, რომ მათ მიერ გაცემული დავალებები ვერ სრულდება იმიტომ, რომ ქართული ხალხი მათ არ უჯერებს. რეალურად, მათი მზადების შედეგი იქნება, რომ დავალებას მიიღებენ ან მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ მათ არავინ არ ეკითხებათ, მათზე ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.