”მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე ზრუნავს, ეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა” – მაჭავარიანი

“საპარლამენტო არჩევნებზე 54 პროცენტი ავიღეთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე ზრუნავს, ეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ნულოვანი ფასი აქვს, უცხოეთიდან როგორი გადალაგებაც უნდა დაავალონ.

“მათი რეიტინგი დრამატულად შემცირებულია, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო თქვეს და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. დესტრუქციაზეც ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ მიზანს ხელისუფლების რევოლუციური გზით ჩანაცვლება წარმოადგენს. თუ ეს ვერ მოხდებოდა, შემდეგ ქვეყანაში მეორე ფაზა უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფრის ფონზე იციან, რომ მათი რეიტინგი განახევრებულია. მათ არჩევნებში მონაწილეობა არ აწყობთ, თუმცა უცხოეთიდან რა დავალებასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები