“ასეთი ამორალური, უპრინციპო და დაბეჩავებული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ქვეყანას მტრობს, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის” – იონათამიშვილი
“ასეთი ამორალური, უპრინციპო და დაბეჩავებული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ქვეყანას მტრობს, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს გაუბედურებული და მონური მორჩილების ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი აზრი, პრინციპი არ გააჩნია.
„საქართველოს ჰყავს გაუბედურებული და მონური მორჩილების ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი აზრი, პრინციპი არ გააჩნია. მთლიანად დამოკიდებულები არიან საკუთარ გარე პატრონებზე, ამიტომ რასაც ისინი ჩასძახებენ იმას ამოიძახებენ. სხვა საკითხია, რომ ამაშიც უუნაროები არიან და დავალების შესრულებაც არ შეუძლიათ, ყოველთვის ორიანი ყვებათ, მაგრამ მეორე მხრივ ეს სახე, რასაც ეს ერთიანი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს და მათ შორის დიდი განსხვავება არ არის რასაკვირველია, ეს არის ზუსტად ის, რატომაც არის მიუღებელი ჩვენი ხალხისთვის ასეთი ამორალური, უპრინციპო და დაბეჩავებული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ქვეყანას მტრობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.