ლევან მახაშვილი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი თვითლიკვიდაციისკენ წაიყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი თვით ლიკვიდაციისკენ წაიყვანა,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუსწორებელი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა.

„ფაქტობრივად, საკუთარი თავი თვით ლიკვიდაციისკენ წაიყვანეს. როგორც ჩანს, ამას შიგნითაც კარგად აცნობიერებენ, მათ შორის სააკაშვილი. ისინი შეეცდებიან, რომ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახელით გადაკეთდნენ და სხვადასხვა ფორმაციაში ჩადგნენ, რათა ახალი სახელით თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სცადონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული წინადადებები გამოაქვეყნა და დაწერა,  რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდაიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები