“გზა, რომელიც ავირჩიეთ, იყო აბსოლუტურად სწორი“

     ჩვენ ქართულ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ის რეჟიმი, რომელიც ჩვენი წარმოდგენით მაშინ საქართველოს განვითარებას ამუხრუჭებდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს საიუბილეო ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ის გზა, რომელიც “თავისუფალმა დემოკრატებმა” აირჩიეს იყო აბსოლუტურად სწორი.
“ჩვენ მუდამ ვამბობდით, რომ მხოლოდ არჩევნების, მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო ეს ცვლილება. მაშინ ეს არაპოპულარული იყო, მაგრამ გვჯეროდა და გვწამდა, რომ ეს იყო სწორი გზა და აღმოვჩნდით მართლები. ხუთი წლის თავზე ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას ჰყავს ჩვენი კოალიციის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტს ჰყავს ჩენი კოალიციის თავმჯდომარე და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი ჩვენი კოალიციიდან. ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, იყო აბსოლუტურად სწორი. ახლა სხვა ამოცანები გვაქვს – ჩვენი ამოცანაა, შეუქცევადი გახდეს ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება, ინსტიტუციურად გამყარდეს და შეუქცევადი გახდეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიციისა და ჯარის დეპოლიტიზაცია. ამ გზაზე ჩვენს მთავარ გამოწვევად ვხედავთ ინსტიტუციების ჩამოყალიბებას”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები