ალიევი: უკრაინაში ომი ერთ-ერთი მხარის დანებებით დასრულდება

რეალურ სამყაროში ომები მთავრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი მხარე ხელს აწერს დანებების აქტს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, “დუმილის რეჟიმი“ საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ „გადაჯგუფება, მობილიზება და ყველაფერი თავიდან დაიწყოს“.

„მე პირადად, როგორც რეალისტი, ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის პერსპექტივას“, – აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, რუსეთმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები „თავისად“ გამოაცხადა და ამ პოზიციიდან უკან დახევას არ გეგმავს.

ალიევმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის საკითხში ყოველთვის იყო კიევის მხარეზე, ვინაიდან აზერბაიჯანიც ერთ დროს განიცდიდა ოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები