კაია კალასი – რუსეთი ომს ამძაფრებს

 ხელმძღვანელი, კაია კალასი ამტკიცებს, რომ რუსეთი ომს ამძაფრებს.

„ნათელია, რომ რუსეთი ესკალაციას ახდენს. მშვიდობისთვის საჭიროა ორი მხარე, მაგრამ ომის სურვილი მხოლოდ ერთ მხარეს შეუძლია ჰქონდეს და ნათელია, რომ ვისაც ომი სურს, ეს რუსეთია“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ჩინეთი არის რუსეთის მიერ წარმოებული ომის მთავარი სპონსორი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორმაგი დანიშნულების საქონლის 80% რუსეთში, ჩინეთის გავლით ხვდება.

“აშკარაა, რომ თუ ჩინეთი ომის წინააღმდეგი იყო, ისინი ადვილად შეაჩერებდნენ მას. ჩინეთის გარეშე, რუსეთი ვერ გააგრძელებდა ომს იმავე მასშტაბით”, – აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

მისივე განმარტებით, დღეს ბრიუსელში განიხილება, თუ რა შეუძლია გააკეთოს უფრო მეტმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად და როგორი შეიძლება იყოს პოტენციური სამშვიდობო მისიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები