გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე “ენჯეოებს” რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე – ერთადერთი, რაშიც კოლექტიური “ნაცები” არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
9 აპრილის გმირებისთვის პატივისცემასა და დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე, დასავლური საელჩოები ერთსულოვანნი იყვნენ, ხოლო სექტის მიერ მემორიალის მიტაცებაზე რეაქციები სამარცხვინოდ არ ჩანს – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დასავლური საელჩოების ერთსულოვნება 9 აპრილის გმირების პატივსაცემად მნიშვნელოვანია, თუმცა ნაციონალური კონგლომერატის ქმედებები სამარცხვინოა.
„9 აპრილის გმირებისთვის პატივისცემასა და დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე დასავლური საელჩოები ერთსულოვანნი იყვნენ, ხოლო სექტის მიერ მემორიალის მიტაცებაზე რეაქციები სამარცხვინოდ არ ჩანს.
საზოგადოებისგან განთესილების წაქეზება კარგს ვერაფერს მოუტანს მათ სპონსორებს ქართველთა თვალში. ევროკრატიის მსახურნი უსახურ ილუზიაში არიან, როცა ნაცკონგლომერატის ექსტრემისტების აქტივობები “დემოკრატიის” გამოვლინებად მიაჩნიათ. ოქსიმორონია იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე “ენჯეოებს” რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური “ნაცები” არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია.“ – წერს აბაშიძე.