არქივი

2021

მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას, სავარაუდოდ დღეს, დატოვებს

"ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმეზე მსჯავრდებული, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც მაია…

ირაკლი ნადარეიშვილი: მთავრობის მიერ IT ინდუსტრიისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საქართველოში…

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ…

თანამედროვე ხელოვნების ბიენალე – Oxygen Biennial 2021 ციფრულ ფორმატში გაიმართება

17 სექტემბერიდან, „პროპაგანდას“ ორგანიზებით და „თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების ბიენალე - Oxygen Biennial 2021 ციფრულ ფორმატში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა აერთიანებს: 30-ზე მეტი ქართველი არტისტის…

იტალიაში 15 ოქტომბრიდან მუშაობა მხოლოდ კოვიდპასპორტის მქონე ადამიანებს შეეძლებათ

იტალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სამსახურებიდან უკლებლივ ყველას გაათავისუფლებენ, ვინც კოვიდპასპორტს ვერ წარადგენს. რეგულაცია ძალაში 15 ოქტომბრიდან შედის. Corriere della Sera იტყობინება, რომ შესაბამისი განკარგულება ქვეყნის…

გარემოს ეროვნული სააგენტო ინოვაციური საველე და საოფისე ხელსაწყო-დანადგარებით აღიჭურვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მაღალი სიზუსტის, თანამედროვე, ინოვაციური საველე და საოფისე ხელსაწყო-დანადგარებით აღიჭურვა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,…

ჯუანშერ ბურჭულაძე პირველ ქვეით ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით…

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 56 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 56 პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 591 766 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის…

საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსს 56 მოქალაქე ემსხვერპლა. ამ…

კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს

შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ - ს ფარგლებში 9 ახალი ფონტი შეიქმნება. გამარჯვებული ფონტები უკვე გამოვლინდა და 15 სექტემბრიდან მათ გაციფრულებაზე დაიწყება მუშაობა. შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომლებმაც შრიფტების გაციფრულებაზე უნდა იმუშაონ,…

ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქობულეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე აჭყვა ადიდდა. მდინარის კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ცენტრალურ ბაზრობაზე მდებარე…