თანამედროვე ხელოვნების ბიენალე – Oxygen Biennial 2021 ციფრულ ფორმატში გაიმართება

17 სექტემბერიდან, „პროპაგანდას“ ორგანიზებით და „თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების ბიენალე – Oxygen Biennial 2021 ციფრულ ფორმატში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა აერთიანებს: 30-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევარს საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ; სხვადასხვა საგანმანათლებლო, თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებს.
ყოველწლიური ჯგუფური გამოფენის რიგით მეოთხე გამოშვება ფართომასშტაბიან რეგიონალურ ღონისძიებად გარდაიქმნა. თავდაპირველად Oxygen საქართველოს თანამედროვე ხელოვნების სცენის საკვანძო ტენდენციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 2020 წლიდან ყოველი გამოშვების კონცეფცია, სტრუქტურა და თემა, ახალი კურატორის ჩანაფიქრზე გახდა ადაპტირებული. გამოფენის პროგრამამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის არსებული რეგიონალური დიალოგის კუთხით.
2021 წელს ღონისძიებამ მასშტაბის და ფორმატის შემდგომი ცვლილება განიცადა და Oxygen ბიენალედ გამოცხადდა. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე – Oxygen 2021 სერ სერპასის და ქეთევან შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით – „გადანაცვლების რიტუალები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები