იტალიაში 15 ოქტომბრიდან მუშაობა მხოლოდ კოვიდპასპორტის მქონე ადამიანებს შეეძლებათ

იტალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სამსახურებიდან უკლებლივ ყველას გაათავისუფლებენ, ვინც კოვიდპასპორტს ვერ წარადგენს. რეგულაცია ძალაში 15 ოქტომბრიდან შედის.

Corriere della Sera იტყობინება, რომ შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მთავრობამ გასცა.

დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 15 ოქტომბრის შემდეგ ვერ წარადგენენ კოვიდპასპორტს, სამსახურებიდან იქნებიან გათავისუფლებული. მათ კი, ვინც ამ დოკუმენტის გარეშე გააგრძელებს მუშაობას, დააჯარიმებენ 600-დან 1500 ევრომდე.

იტალიის მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული ზომა შეეხება 23 მილიონ ადამიანს, ამასთანავე, 12 წელს ზემოთ იტალიელების 75% უკვე აცრილია.

აქამდე, იტალიაში კოვიდდოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იყო თვითმფრინავებში, მატარებლებით, ბორნით, რეგიონული ავტობუსებით მგზავრობისას, საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, კინოთეატრებში, სტადიონებსა და თეატრებში. მიმდინარე კვირას “მწვანე საშვის” წარდგენა აუცილებელი გახდა იტალიელი პედაგოგებისთვის.

ამ დრომდე, ვაქცინაციისკენ იძულება მოხდა საბერძნეთსა და საფრანგეთში, სადაც აუცრელი მედიკოსები სამსახურებიდან გაათავისუფლეს. საბერძნეთში ეს რიცხვი 6 ათასს აღწევს, საფრანგეთში კი – 3 ათასს.

ასევე, იმუნიზაციის პროცესის გამკაცრების გეგმით წარდგა აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი, რომელმაც გასულ კვირას თქვა, რომ ფედერალურ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები 22 ნოემბრამდე უნდა იყვნენ აცრილნი.

თუმცა, დღეს ირკვევა, რომ აშშ-ის 24 შტატის პროკურორმა პრეზიდენტს წერილით მიმართა, რომელშიც ემუქრებიან სასამართლოში საჩივრის შეტანით – აღნიშნული ზომის შენარჩუნების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები