კატეგორია

შემთხვევა

შემთხვევა

ქობულეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე კინტრიშის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს უკვე ერთი თვეა ეძებდნენ. 41 წლის მამაკაცი ქობულეთში წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო.…

ხანძარი ბუდაპეშტის ქუჩაზე – გარდაცვლილია 70 წლამდე ასაკის მამაკაცი

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი დახვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 112-ში შეტყობინება დაკვამლიანების…

ავტობანზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – არის მსხვერპლი

რუის-ურბნისის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან ქარელის მიმართულებით…

ახმეტაში შენობას, სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა

ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სკვერში მდებარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში ახმეტის ბაგა-ბაღების გაერთიიანება, არქივი, ნოტარიუსი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის…

გლდანის ხიდებთან ავტომანქანა ამობრუნდა

თბილისში, გლდანის ხიდებთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს, ავტომანქანაში მსხდომი 2 მგზავრი გადარჩა, თუმცა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები…

ყვარელში, ლოპოტას ტბაზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

ყვარელში, ლოპოტას ტბაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, ორსართულიანი ხის კოტეჯია, რომელიც არსებული ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო…

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე…

მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – წერეთლის გამზირზე მიკროავტობუსი ფეხით…

თბილისში მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წერეთლის გამზირზე „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი, #6 სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შუახნის მამაკაცი  ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა…

ზუგდიდში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში, ერევნის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და 70 კვადრატულ მეტრის ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო მანქანა მუშაობდა, როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების…

ახალციხეში, ხანძრის შედეგად 4 სახლი დაიწვა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა 4 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ადგილზე რვა სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ხანძრის ლოკალიზება ერთ საათში მოხერხდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში…