გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი იპოვეს
გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ცხედარი წყალში მოქალაქემ შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.