კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

Bloomberg: აშშ ზელენსკისგან ომის წარმოების ზუსტ გეგმას ითხოვს

შეერთებულ შტატებში სურთ, რომ უკრაინამ საომარი გეგმა გააუმჯობესოს და მოსალოდნელია, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას დავოსში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დააყენებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მოსალოდნელია, რომ…

აშშ მკაცრად გმობს ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების ბოლოდროინდელ თავდასხმებს

აშშ მკაცრად გმობს ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების ბოლოდროინდელ თავდასხმებს და პირობას დებს, რომ ეკვადორის მთავრობასთან თანამშრომლობას გაზრდის, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა…

ეკვადორის პრეზიდენტი: ჩვენ ომში ვართ, ტერორისტული ჯგუფების წინაშე ვერ დავნებდებით

ეკვადორის პრეზიდენტის, დანიელ ნობოას განცხადებით, მისი ქვეყანა ომშია ნარკობანდებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ ციხის პერსონალის 130-ზე მეტი წევრი. როგორც Reuters-ი უწყება, ნობოამ 22 ბანდა ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა, რაც მათ…

საბერძნეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს შეიმუშავებს

საბერძნეთი მალე გამოაქვეყნებს კანონპროექტს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. როგორც Reuters-ი იუწყება, საბერძნეთმა გასული ათწლეულის…

ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ

ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა გასულ საღამოს პრეზიდენტის…

სტოლტენბერგი: მკაცრად ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს – ნატოს მოკავშირეები…

როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე…

თურქეთში უკრაინის ელჩი: იარაღი, რომელიც უკრაინას უნდა მიწოდებოდა, ისრაელში იგზავნება

თურქეთში უკრაინის ელჩის, ვასილ ბოდნარის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომმა გავლენა მოახდინა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით დახმარებაზე. მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე ომი ზიანს აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის აღქმას.…

პოლონეთში ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი და სატვირთო შეეჯახა, არის მსხვერპლი

პოლონეთში ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი და სატვირთო შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ RMF FM იტყობინება. უბედური შემთხვევა რკინიგზის გადასასვლელზე, ქალაქ ბუძინთან, პოზნანის ჩრდილოეთით…

პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა ციხეში ყოფნის პირველივე დღეს შიმშილობა გამოაცხადა

პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, რომელიც 9 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს, პატიმრობის პირველივე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შესაბამისი წერილით მან იუსტიციის სამინისტროს მიმართა. ამის შესახებ RMF24 იტყობინება.…

“ჰამასი”: ღაზას სეტორში დაღუპულთა რიცხვი 23 357-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 357-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ჰამასის" მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს. მათივე ცნობით, 59 410 ადამიანი დაშავდა.