რუსეთის პრიმორსკის მხარეში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა
დღეს, რუსეთის პრიმორსკის მხარეში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. როგორც შორეული აღმოსავლეთის სადისტრიბუციო ქსელის კომპანიამ (DRSC) განმარტა, ეს გამოწვეული იყო ტექნოლოგიური შეფერხებით.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი.
“ადგილზე არანაირი აფეთქება ან გარე ხასიათის ავარია არ არის“, – აცხადებს რეგიონული ხელისუფლება.
გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის სხვა ქალაქებში ბანკომატები და შუქნიშნები არ მუშაობს, საავადმყოფოები, სახლები და სავაჭრო ცენტრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რუსეთის რკინიგზამ რეგიონში მატარებლების მოძრაობა შეაჩერა.