რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ხუთი უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ხუთი უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს,- ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ხუთი თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, განადგურდა ორი უპილოტო კატარღა, რომლებიც ყირიმის მიმართულებით მოძრაობდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიევი რეგულარულად ახორციელებს უპილოტო და სარაკეტო თავდასხმებს ყირიმის ნახევარკუნძულზე და სევასტოპოლზე, შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები