Mpox ვირუსის შემთხვევა, რომელიც მაიმუნის ყვავილის სახელითაა ცნობილი, პაკისტანშიც დაფიქსირდა – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვირუსის, მინიმუმ, 1 შემთხვევა, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებულ პაციენტში გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვირუსის შტამი დაუდგენელია.
Mpox ვირუსის ეს ფორმა სწრაფად და მარტივად გადადის მჭიდრო, ინტენსიური კონტაქტის დროს. ვირუსი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული, თუმცა ახალი შტამის პირველი შემთხვევა გუშინ შვედეთშიც დაფიქსირდა.