უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმის ხიდი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმის ხიდი გაანადგურეს. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მრჩეველმა, რომან ალეხინმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის არმიამ ასევე დაბომბა ხიდი სოფელ ზვანოეში, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის გლუშკოვოს რაიონის დაკავებას ცდილობენ.

„კურსკის ოლქი. გლუშკოვო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე ხიდი გაანადგურეს. მტერი ასევე თავს დაესხა გლუშკოვოს რაიონის სოფელ ზვანნოეში მდებარე ხიდს და გადავიდა გეგმის განხორციელებაზე მონაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით, გლუშკოვსკის ოლქის მდინარე სეიმის გასწვრივ“, – წერს ალეხინი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები