კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ტარუტინსკის რაიონი მოინახულა. სოფელ ფრუმუშიკა ნოვაში სახალხო დღესასწაული გაიმართა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პატრიოტიზმი მხოლოდ დროშის…

ქურთმა ე.წ. ბოევიკებმა 11 თურქი მებაჟე გაიტაცეს

ქურთმა ე.წ. ბოევიკებმა 11 თურქი მებაჟე ინსპექტორი და მათი მძღოლი გაიტაცეს. ამის შესახებ თურქეთის სამხედრო წყაროები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ეს ფაქტი თურქეთ-ირანის საზღვარზე მოხდა. სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია,…

ევროკავშირი ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საკითხს განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 4-5 სექტემბერს ლუქსემბურგში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ, რომელზეც ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესაძლებლობას განიხილავენ. „ბელორუსიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ციხეში მყოფ…

„როსკომნადზორი“ „ვიკიპედიის“ დაბლოკვას გეგმავს

რუსული გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, „როსკომნადზორი“ ინტერნეტ-საიტის „ვიკიპედიის“ დაბლოკვას გეგმავს. კონფლიქტი ამ უწყებას და ინტერნეტ-ენციკლოპედიას შორის ერთ-ერთ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით გაჩნდა, ვინაიდან საიტზე მისი…

იაპონიაში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

იაპონიის ქალაქ საგამიჰარაში, აშშ-ს სამხედრო ბაზის საწყობში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა საწყობი, სადაც, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონები ინახებოდა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ამ ობიექტზე…

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავს აღნიშნავს. ის ყოველწლიურად აღინიშნება უკრაინის უმაღლესი რადის მიერ დამოუკიდებლობის აქტის დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობის დღე კიევში, კრეშატნიკზე აღლუმით აღინიშნება. მასში…

ამსტერდამი-პარიზის სარკინიგზო რეისზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

ამსტერდამი-პარიზის სარკინიგზო რეისზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია. უცხოური მედიის ინფორმაციით ის მაროკოელი წარმოშობის, 26 წლის აჯუბ ელ-კაზანია. თავდამსხმელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში რადიკალური…

აშშ-ის დამკრძალავი ბიუროდან ქალის ცხედარი მოიპარეს

შემთხვევა ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში მოხდა. NBC News-ს ცნობით, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა დამკრძალავი ბიუროდან 25 წლის ქალის ცხედარი მოიპარეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ…

ფხენიანსა და სეულს შორის მოლაპარაკებები შეწყდა

ფხენიანსა და სეულს შორის მოლაპარაკებები დროებით შეწყდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა უახლოეს საათებში უნდა განახლდეს. შემდგარი შეხვედრის დეტალები მედიისთვის ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ვითარება მას…

აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს, სადაც 21 პირი დააკავეს. ვითარება პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი 27 წლის ბაჰრუზ გაჯიევის დაკრძალვის შემდეგ დაიძაბა. ბაჰრუზ გაჯიევი სამართალდამცველებმა 20…