სომხეთში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ერევანში პოლიციის სამმართველოში, მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მანამდე თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ცდილობდნენ, ისინი იარაღის დაყრაში დაერწმუნებინათ.
ამასთან, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობაში შეჭრის დროს გარდაცვლილი ადამიანის ვინაობა დადგინდა. შემთხვევას პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ორი სამართალდამცველი.
შეიარაღებული ჯგუფი ერევნის გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დღეს დილით შეიჭრა და იქ მყოფი სამართალდამცველები დაატყვევა. თავდამსხმელების მოთხოვნა ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებაა.