სტამბოლის პოლიციამ ვერტმფრენების განადგურების ბრძანება მიიღო

სტამბოლში 1 800 სპეცრაზმელი შეიყვანეს. ისინი სტრატეგიულ ობიექტებზე და ქალაქის ქუჩებში განთავსდნენ. თურქეთის უდიდეს ქალაქში სპეცტექნიკაც გადაისროლეს. სტამბოლის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ნებისმიერი ვერტმფრენის განადგურების
ბრძანება მიიღო, რომლებიც სანქციის გარეშე აფრინდებიან. შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს საღამოს სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ხელისუფლებამ წარუმატებელი გადატრიალების 6 ათასზე მეტი მონაწილე დააკავა. შეტაკებების შედეგად 265 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები