თურქმა სამართალდამცველებმა კიდევ 50-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს
სამართალდამცველებმა თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, დღეს დილით კიდევ 50-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.
თურქეთში, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით, ბოლო მონაცემებით, სულ ექვსი ათასამდე ადამიანია დაკავებული.
ამასთან, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, ისინი სამხედრო გადატრიალების წარუმატებლად დასრულებას აღნიშნავენ.
არეულობას თურქეთში, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1400-ს აჭარბებს.