ლევან მაჭავარიანი: გამჭვირვალობის კანონი ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ბრიტანეთმა – ისინი არ უნდა მოქმედებდნენ ორმაგი სტანდარტით და არ უნდა აკრიტიკებდნენ ამ კანონს მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში
“მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ეს კანონი ბრიტანეთმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით მათ პოზიციას,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გამკაცრებაზე საუბრისას აღნიშნა.
„როდესაც აშშ კიდევ უფრო ამკაცრებს ფარას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გარე ჩარევა დღეს ძალიან დიდი გამოწვევაა და ამ ყველაფერს გამჭვირვალობით უნდა ებრძოლოს ნებისმიერი სახელმწიფო, მით უმეტეს, საქართველოს ზომის სახელმწიფო.
მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ეს კანონი ბრიტანეთმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით მათ პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ეს კანონები საჭიროა სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა, ისინი არ უნდა მოქმედებდნენ ორმაგი სტანდარტით და არ უნდა აკრიტიკებდნენ ამ კანონს მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.