თურქეთის ხელისუფლებამ ერდოღანის სამხედრო მრჩევლის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო
თურქეთის ხელისუფლებამ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი სამხედრო მრჩევლის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ის ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამართალდამცველებმა ასობით ადამიანი დააკავეს.