ერევნის პოლიციის განყოფილებაში მძევლად 7 პოლიციელი რჩება
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებულ პირებს 7 პირი მძევლად ჰყავთ აყვანილი. მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გენერალ მაიორი ვარდან ეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვალერი ოსიპიანი არიან. შეიარაღებულ პირები ოპოზიციური მოძრაობის, „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის, ჯირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს შეიარაღებული პირები ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. თავდასხმის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.