თურქეთში ამბოხებაში მონაწილე 6 ათასი სამხედრო დააკავეს

თურქეთის ამბოხებაში მონაწილე 6 ათასი სამხედროა დაკავებული, – ამის შესახებ სააგენტო “როიტერს“ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ბეკირა ბოზდაგამ განუცხადა. მან დაკავებების გაგრძელება არ გამორიცხა.
მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 2 839 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ. დაკავებულთა შორის მრავალი ოფიცერია, მათ შორის არმიის გენერალი ადემ ხუდუტი. ის მეორე არმიის სარდალი იყო, რომელიც სირიასთან, ერაყთან და ირანთან საზღვარს იცავს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს საღამოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებში ორივე მხრიდან 265 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები