გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში საპროტესტო აქციების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის მუქარა საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა

ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა გააკრიტიკა სიკვდილით დასჯის მუქარა საპროტესტო აქციების საპასუხოდ და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართალს არღვევს.

მაი სატომ განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ სიკვდილით დასჯა დაუყოვნებლივ არ განხორციელდება, სიკვდილით დასჯის გამოცხადებული განზრახვა – ისევე როგორც მომიტინგესთვის „მოჰარებესთვის“ ანუ „ღვთის წინააღმდეგ მტრობისთვის“ გასამართლება, “უკანონოა“ და „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უგულებელყოფაზე“ მიუთითებს.

„სიკვდილით დასჯა არ არის იმ ქვეყნის პასუხი, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემენ“, – თქვა სატომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები