საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პარტნიორებთან ერთად საახალწლო კამპანია დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საახალწლო კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აეროპორტის პარტნიორი კომპანიები მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს სთავაზობენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე შეეძლებათ:
Roamingo – 23 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – მგზავრი, ვინც შეიძენს 1GB-დან 5GB-ს ჩათვლით, გაუორმაგდება GB-ების რაოდენობა. შეთავაზების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე როუმინგოს სტენდთან გამოცხადდეს და კომპანიის წარმომადგენლები გაუაქტიურებენ საჩუქარს.
GPC – 70% ფასდაკლება შერჩეულ ნაკრებებსა და პროდუქტებზე (ძალაშია 15 იანვრამდე/მარაგის ამოწურვამდე)
Smart – 50% ფასდაკლება ჰოთ დოგებსა და Dr.Pepper-ის სასმელზე (26, 27 და 28 დეკემბერი)
Metro Georgia – სპეციალური ტარიფი ავტობუსის ბილეთებზე – 20₾ (22 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე)
Georgian Bus – 20% ფასდაკლება პრომო კოდით: HAPPYBUS2026 (25 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით)
Airfood – 20% ფასდაკლება სრულ პროდუცქიაზე, ალკოჰოლის გარდა (25 დეკემბერი). ასევე, 31 დეკემბერს და 1 იანვარს, კომპანია მგზავრებს გაუმასპინძლდება ქართული ნუგბარით.
Omnibus – 20%-იანი ფასდაკლება, სპეციალური პრომო კოდით: OMNIBUS2026 (25 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით)
Coffeesta – სპეციალური ფასდაკლება 2 ცხელი შოკოლადის შეძენის შემთხვევაში (25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით)
Globalcell – 10GB ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურებისას, SIM/eSIM ბარათი უფასოდ (15 დეკემბრიდან – 15 იანვრის ჩათვლით)
შეთავაზებების პარალელურად, 25 დეკემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, აეროპორტში გაიმართება საახალწლო ღონისძიება, რომლის ფარგლებში ტერმინალის ტერიტორიაზე მგზავრებისთვის განწყობის შესაქმნელად დრამერები პერფორმანსს გამართავენ, სანტა კლაუსი კი ტკბილეულს დაარიგებს. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება სპეციალური საშობაო გასართობი ვორქშოფი, სადაც პატარა მგზავრები ჯინჯერის სათამაშოებს დაამზადებენ.
პარალელურად, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Instagram გვერდზე ციფრულად გათამაშდება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით 2 ავიაბილეთი.