გიორგი გვიმრაძე: იმის ნაცვლად, ოპოზიცია ააქტიურებდეს სოციალურ პრობლემატიკას და ხალხის საჭიროებებზე საუბრობდეს, ბიზნესის ლობირება დაიწყეს დილიდან, რაც ფასებზე პრემიერის მიმართვა გავრცელდა

“პირველი არხის“ ანალიტიკოსი, გიორგი გვიმრაძე, სოციალურ ქსელში სურსათის ფასების შემცირების შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა და ოპოზიციის მისამართით აღნიშნა, რომ ნაცვლად ხალხის საჭიროებებზე საუბრობდნენ, ბიზნესის ლობირება დაიწყეს.

„არაჩვეულებრივი ოპოზიცია ჰყავს „ოცნებას“, უკეთესს ვერ იოცნებებდა. იმის ნაცვლად ოპოზიცია ააქტიურებდეს სოციალურ პრობლემატიკას და ხალხის საჭიროებებზე საუბრობდეს, ხალხს ელაპარაკებოდეს, ბიზნესის ლობირება დაიწყეს დილიდან, რაც ფასებზე პრემიერის მიმართვა გავრცელდა“- წერს გვიმრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები