ხაშურში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.