“დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში მისი მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება”, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის პირველმა თავმჯდომარემ, ირაკლი შატაკიშვილმა, „ქრონიკას“ მამუკა მდინარაძეზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან განმარტა, მდინარაძე არის გამორჩეული უნარების მქონე, ძალიან დიდი გამოცდილების კანდიდატი.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი არის მამუკა მდინარაძე. ის არის გამორჩეული უნარების მქონე, ძალიან დიდი გამოცდილების კანდიდატი, რომელსაც როგორც კერძო, ისე საჯარო, პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში მისი მუშაობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული“, – განმარტა შატაკიშვილმა.