დავით შერაზადიშვილი ბოლნისში ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო
დავით შერაზადიშვილი ბოლნისში ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვას ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა.
„გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. გისურვებთ გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და ღვთის წყალობას. “- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.