გივი მიქანაძე გიორგი სოსიაშვილის წიგნის – ,,რჩეული მოთხრობების‘‘პრეზენტაციას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის – ,,რჩეული მოთხრობების‘‘ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თანამედროვე ლიტერატურის განვითარების საქმეში, გიორგი სოსიაშვილის წვლილზე ისაუბრა.

“პროზაული კრებული აერთიანებს 11 მოთხრობას და მწერალთა სახლის საგამომცემლო კონკურსში გამარჯვებული გამომცემლობის, ,,მერიდიანის” მიერ გამოიცა.

წიგნის პრეზენტაციას, რომელიც მწერალთა სახლში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები