ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აღდგენის გეგმა 2025-2027 წლებს მოიცავს
კულტურის სამინისტრო აქვეყნებს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აღდგენის გეგმას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა 2025-2027 წლებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება, გარე განათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და განახლება, ექსპონატების მოწესრიგება, რესტავრაცია/კონსერვაცია.