რობერტო ფიცო – გერმანიის კანცლერის სიტყვები აბსოლუტურად მიუღებელია

მერცის განცხადება მიუღებელია,- ასე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანია ევროკავშირის მიერ სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს განიხილავს, თუ ქვეყანა ბლოკის საერთო მიმართულებიდან გადახვევას განაგრძობს.

რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი პატარა მოსწავლე არ არის, რომელსაც ლექციების წაკითხვა სჭირდება.

“სლოვაკეთის სუვერენული პოზიცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია. თუ არ დავემორჩილებით, რა მოხდება სასჯელი? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის ძიების გზა. იმედი მაქვს, ამ საკითხს გავარკვევთ, რადგან კომუნიკაციის ეს სტილი შედეგის მომტანი არ არის“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები