„დიასპორა სამშობლოსთვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება” – საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მონაწილეობა მიიღო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში: „დიასპორა სამშობლოსთვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიური ფორუმის მიზანია სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირისა და თანამშრომლობის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. ფორუმის სტუმრებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

ფორუმზე საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში – „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

თინათინ რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული დიასპორის დღე მიულოცა.

„დიდი მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ასეთი არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. საქართველოს კულტურის სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება ამ მიმართულებით, რადგან კულტურის კომპონენტი მართლაც მნიშვნელოვანი და ძალიან დიდია დიასპორასთან მიმართებით. მადლობა დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს იმისთვის, რომ ასე ინარჩუნებთ და გულში ინახავთ ქართულ კულტურას,“ – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები