ეთერ თათარაიძე ლაფანყურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 

ეთერ თათარაიძე ლაფანყურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.  ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები სალოტბარო სკოლებში წელს დაემატა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი, პოეტი ეთერ თათარაიძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ამირან არაბული, 45 სალოტბარო სკოლაში მოსწავლეებს ზეპირსიტყვიერებას შეასწავლიან.
ლაფანყურის სალოტბარო სკოლაში ეთერ თათარაიძემ, სალოტბარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელთან ლიკა ლიპარტელიანთან ერთად, მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები