ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.