ზელენსკი: დაზვერვის თანახმად, რუსეთს ომის დასრულების გეგმები არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მის უახლოეს გარემოცვას არ აქვთ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დასრულების განზრახვა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას, სავარაუდოდ, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დაზვერვის სამსახურებიც იზიარებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღია წყაროებისა და საიდუმლო დაზვერვის მონაცემების თანახმად, პუტინი და მისი გარემოცვა ომის დასრულებას არ განიხილავენ.

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ მშვიდობას ან დიპლომატიას. პირიქით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ახალ შეტევით ოპერაციებს ამზადებენ. რუსეთის გათვლა ომის გახანგრძლივებაა. ეს არის მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის უგულებელყოფის აშკარა დემონსტრირება, ვინც მშვიდობას ეძებს და დიპლომატიის ეფექტურობის გაზრდაზე მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები