ლივერპულის ცენტრში, სადაც მოქალაქეები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერ ლიგაში გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ავტომობილი ხალხში შევარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც 53 წლის ბრიტანელი მამაკაცია.
როგორც ცნობილია, ინციდენტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც გამოეხმაურა.
„ლივერპულში მომხდარი ამბავი საშინელებაა – ჩემი ფიქრები ყველა დაშავებულთან და დაზარალებულთანაა. მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას და საგანგებო სამსახურს ამ შოკისმომგვრელ ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის“, – ნათქვამია სტარმერის განცხადებაში.